„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ „იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება".
გოცირიძის აზრით, „შეუძლებელია „ნაციონალური მოძრაობის" გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან", თუმცა ყოფილი პრეზიდენტი შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობს, დღის წესრიგში კი, „პარტიის სერიოზული განახლების საკითხი დგას".
„დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები. იქნება პარტიის ყრილობა და პარტია, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ლიდერი და ლოკომოტივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოპოზიციური ფლანგის, საჭიროებს შემდგომი ენერგიის მიცემას, შემდგომ განახლებას.
შეუძლებელია „ნაციონალური მოძრაობის" გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან. ეს არის ამ პარტიის შემქმნელი, ეს არის ამ პარტიის ლიდერი, მაგრამ დღეს აქ საუბარი არის ადგილობრივი სტრუქტურების განმტკიცებაზე, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი, ამ ხელისუფლების უსამართლო ქმედებების გამო, უშუალოდ შედაპარტიულ ცხოვრებაში ვერ ღებულობს მონაწილეობას", აცხადებს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.