ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს მიმართა: თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო - გავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას
18-03-2019, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმების საკითხს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დავით მათიკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

მათიკაშვილმა, რომელიც კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს, ბესელიას მოუწოდა, კითხვების დასმისას რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში ჩატეულიყო.

 

 

„მე საქმიანად ვსაუბრობ და დროსაც დავზოგავ, მაგრამ იმდენი დრო უნდა გამოიყოს, რამდენიც არის კანონით გათვალისწინებული", განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც მათიკაშვილს სთხოვა, რომ სიტყვა აღარ გაეწყვეტინებინა.

 

 

„კომიტეტი მიჰყავს კომიტეტის თავმჯდომარეს ან მისი მოვალეობის შემსრულებელს, ის განსაზღვრავს რეგლამენტს და აძლევს სიტყვას მომხსენებელს, გისმენთ", მიმართა ბესელიას მათიკაშვილმა.

 

 

იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 


„ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. გავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას, მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა მეტი წინდახედულება უნდა და თუ დროს დამაკარგინებ, კიდევ მეტი დრო დაიკარგება, დაწყნარდი, დამშვიდდი და დამაცადე. კომიტეტს აქვს 5 კვირა და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ ნებისყოფა გეყოფათ, მომისმინე, დინჯად მოიქეცი ცოტა და მომისმინეთ", მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი