[ვიდეო] ნათელაშვილმა განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც საგანელიძე, რომელსაც 30 000 ლარი აქვს ხელფასი და მილიონები მოპარული ბიუჯეტიდან, ჩინეთში ვიზიტისას გულთბილად ესაუბრა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, რა უნდა ელაპარაკო უცხოელებს
18-03-2019, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა ჩვენგანის გულშია აღბეჭდილი ტრაგედია, როდესაც აფსუა მკვლელებმა გაგრის სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს. ასეთი საშინელება მსოფლიო სპორტის ისტორიას არ ახსოვს და დღეს ვიგებთ, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტი იწყებს თანამშრომლობას აფსუებთან და სოხუმის დაცემის იუბილეზე დაგეგმილია ამხანაგურ მატჩები“, განაცხადა ახლახან გამრთულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა, რომელსაც ამ ფაქტზე საქართველოს მთავრობის დუმილი არ უკვირს, რადგან როგორც იგი აცხადებს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ხაბელოვი, „სეპარატისტი და საქართველოს დაშლის იდეოლოგია“.

 

 

ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე „ჩინეთში ვიზიტის დროს შეხვდა და გულთბილად ესაუბრა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს“ და რა უნდა ელაპარაკო სირიის, ნიკარაგუას თუ ვენესუელას პრეზიდენტებს, როდესაც „ივანიშვილის წარმომადგენელი, ოჯახით ქვეყნის მოვაჭრე აბაშიძე, ყოველ თვე კარასინთან ათანხმებს გზებს, თუ როგორ გახსნან მაგისტრალები აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით სომხური, ირანული ტვირთებისათვის“.

 

 

 

 

„რა თქმა უნდა, ამ საშინელებაზე საქართველოს მთავრობა სდუმს, თუმცა რასაკვირველია, როდესაც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლავთ ხაბელოვი, სეპარატისტი და საქართველოს დაშლის იდეოლოგი. მე დღეს მივმართე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ ტომას ბასს, აეკრძალოს სირიის არაბთა რესპუბლიკის სპორტულ დელეგაციას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა ოლიმპიური ქარტიების უხეში დარღვევების გამო. ეს უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, მაგრამ ვინაიდან პატრონი არ გვყავს ჯერჯერობით, ამ ფუნქციას ვიღებთ ჩვენს თავზე და ბოლომდე ჩავაშხამებთ იმ სიამტკბილობას, რაც დამასაკოსა და სოხუმში განიცადეს მკვლელმა სეპარატისტებმა.

 

 

ვითარდება სეპარატისტული წარმონაქმნების კონტაქტები გარე სამყაროსთან, არა მარტო სპორტის, არამედ ბიზნენის, ეკონომიკის, კულტურული გაცვლის სფეროში. ამ მასშტაბში ჩართულია თურქეთი, რუსეთი თავისთავად, იტალია, გერმანია და უფრო მეტიც, საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, 30 000 ლარი რომ აქვს ხელფასი, საგანელიძე, და კიდევ მილიონები მოპარული ჩვენი ბიუჯეტიდან, ამასწინათ, ჩინეთში ვიზიტის დროს შეხვდა და გულთბილად ესაუბრა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს. რა უნდა მოსთხოვო სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს და რა უნდა ესაუბრო ნიკარაგუას პრეზიდენტსა თუ ვენესუელას ხელმძღვანელ მადუროს, როდესაც საქართველოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ცდილობს გზა გაუკაფოს საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის დამშლელებსა და მკვლელებს. რა უნდა ელაპარაკო იმ უცხოელებს, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი, ივანიშვილის წარმომადგენელი, ოჯახით ქვეყნის მოვაჭრე აბაშიძე ყოველ თვე კარასინთან ათანხმებს გზებს, თუ როგორ გახსნან მაგისტრალები აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით სომხური, ირანული ტვირთებისათვის და როგორ გამოაგლიჯონ საქართველოს იმ საერთო გალავნიდან ახალ-ახალი აგური. მაგრამ იმედია, ამათი ზეიმი და მოღვაწეობა ძალიან მალე დამთავრდება და ქართველი ხალხი დაიწყებს ქვეყნის აღმშენებლობას“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი