ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს რუსეთის საზღვაო დოქტრინის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
"დეტალურად ჯერ არ წამიკითხავს რუსეთის საზღვაო დოქტრინა, მაგრამ ყველაფერი გასაგებია. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვხედავთ და რომელიც სამწუხაროდ, სავარაუდოდ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოვა კრემლიდან, და მე არ მაქვს რუსეთთან დაკავშირებით ოპტიმისიტური პროგნოზი, ყველა დოკუმენტი, რომელიც გამოვა კრემლიდან, იქნება მსგავსი შინაარსის, ზოგიერთ ზღვაზე არ გაფართოების არდაშვების, ზოგი კი ჰაერში გაფართოების არ დაშვების შესახებ. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, გაცილებით საინტერესოა დეკემბრის მინისტერიალზე რა დოკუმენტს მიიღებს ნატო. ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსეთის მოქმედებები დღესდღეობით უკვე "ძალიან მარტივად გათვლადი, განჭვრეტადი და პროგნოზირებადია".
"ახლა ჩვენ გვჭირდება ასეთივე, ოღონდ ამ შემთხვევაში პოზიტიური დღის წესრიგი – გასაგები, ნათელი და ცალსახა ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის ჩვენთვის საინტერესო, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, თორემ გასაგებია, რომ რუსეთი არ აპირებს მეგობრობას", - აღნიშნა თავდცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.