უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს პოსტიდან წასვლა კლანმა აიძულა და მას შეიძლება ფიზიკურადაც კი გასწორებოდნენ - გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე
18-03-2019, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ - საბჭოს შემადგენლობა, აცხადებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი გვენეტაძესთან დაკავშირებით.

 

 

„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ - საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად", განაცხადა წიქარიშვილმა.

 

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წიქარიშვილმა თქვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოისხამს კეთილ ნაყოფს.

 

 

„ჩემთვის ცნობილია კარგად, ნინო გვენეტაძეს რა გადახდა ამ სასამართლო სისტემაში და რა განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი, ვინაიდან გარკვეული პერიოდი მე მას თან ვახლდი და მაქვს გამოცდილება, თუ რა დღეში ჩავარდა....

 

 

მე მგონი, პარლამენტი შეთანხმდა თავის დროზე, რომ ნინო გვენეტაძე იყო წესიერი ადამიანი, რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი და პრინციპული ადამიანი, რომელიც შეაღწევს ამ სასამართლო სისტემაში -ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ვინაიდან მე ვიყავი ნინო გვენეტაძის თანაშემწე....

 

 

ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოისხამს კეთილ ნაყოფს, რაც არ უნდა კანონები დაწეროთ, რაც არ უნდა ალტერნატიული ვერსიები არსებობდეს, ამ საბჭოსგან კეთილი ნაყოფი არ გამოვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენ შემოგთავაზეთ გუშინდელ წერილობით განცხადებაში - პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე და თუ კლანი არ გადადგება მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც აიძულებს ამ კლანს სასამართლოდან წასვლას. ეს არის რეალობა, რომელსაც თქვენ, ალბათ, გულის სიღრმეში აღიარებთ", განაცხადა წიქარიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი