„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ „იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება".
სააკაშვილს, რომელმაც საკუთარ განცხადებაში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიონ, ვაშაძე ნდობისთვის მადლობას უცხადებს და ამბობს, რომ დელეგატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.
ვაშაძის თქმით, საუბაირ იმაზე, რომ სააკაშვილი პარტიიდან მიდის, „სისულელეა". მისი განცხადებით, პარტიის ლიდერმა „ყველაზე სწრაფად შეიგრძნო, რომ პარტიას სჭირდება უფრო ეფექტური მართვის სისტემა".
„უკვე მომესმა რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, ამ პარტიის ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიაში ხორციელდება მისი ინიციატივით ხდება იმიტომ, რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ახლა ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემას და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.