სააკაშვილი მის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას „კლასიკურ ტყუილს“ უწოდებს და აცხადებს: „ივანიშვილმა იურიდიულად ისედაც გააუქმა ჩემი თავმჯდომარეობა და აბა საიდან გადავდგებოდი“
18-03-2019, 16:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილი „უკრაინსკაია პრავდას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი საქართველოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან მიდის.

 


„კლასიკური ტყუილი! ივანიშვილმა იურიდიულად ისედაც გააუქმა ჩემი თავმჯდომარეობა და აბა საიდან გადავდგებოდი. მოძრაობას ახლა ფორმალურად თავმჯდომარე არ ყავს და ამიტომ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ ელექტრონული კენჭისყრით. ამიერიდან ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ აქტივისტებმა“, აცხადებს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

 


ცოტა უფრო ადრე, ორშაბათ დილით „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება.

 

 

სააკაშვილი მისთვის სასურველ ასეთ ლიდერად გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს და ამბობს, რომ თავად სწორედ მას დაუჭერდა მხარს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი