ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს მიმართა: სულ დაკარგე სახე - იმაზე პატარა ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ
18-03-2019, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მესმის, ანრი, ისეთი ემოციური შოკი გაქვს ახლა მაგ როლიდან რომ ლაპარაკობ, სულ დაკარგე კონტროლი კორექტულობის, ეთიკურობის, სამართლებრივი - კი, შოკი გაქვს ემოციური, ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ამავე კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს.

 


„სულ დაკარგე სახე და მინდა გითხრა, რომ იმაზე პატარა ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ", მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს, რაზეც იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

 

 

„კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარისგან ძალიან მძიმე მოსასმენია არაკორექტული გამონათქვამები", მიმართა მათიკაშვილმა ბესელიას.

 

 

„დამშვიდდით, ბიჭებო, სამ ხმაში ნუ მელაპარაკებით.... ისე ნუ დაპატარავდებით, რომ ზღვის დონზე დაბლა დავიდეს ადამიანის ღირსება. იქამდე თუ დახვალთ, ახლა იქამდე ვერ ჩამოგყვებით, მაგრამ რაღაც დონიდან აუცილებლად მომიწევს პასუხების გაცემა. ამიტომ, ანრი, ვიდრე ყალბი დამაჯარებლობით განცხადებას გააკეთებ, ცოტა პაუზა გააკეთე, ცოტა გაიაზრე სად ხარ.... ეს არის იმის პასუხი, რაც გააკეთე და რამდენს გაბედავ თავხედურად მოქცევას, იგივეს მიიღებ აქედან", მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს, რის გამოც, დავით მათიკაშვილმა მას კიდევ ერთხელ მოუწოდა კორექტულობისკენ.

 

 

„ტყუილად გამეცადინებდი მაგ სხდომის წაყვანაში? - ასე უნდა მოიქცე?", მიმართა მათიკაშვილს ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმების საკითხს განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი