ციკლონ „იდაის“ „მასობრივი და საშინელი“ გავლენა ჰქონდა მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირაზე, იტყობინება BBC „წითელ ჯვარზე“ დაყრდნობით.
ციკლონი, რომელსაც 177 კმ/სთ სიჩქარის ქარი ახლდა, ტერიტორიას ხუთშაბათს დაატყდა თავს, მაგრამ დახმარების ჯგუფმა ბეირამდე მხოლოდ კვირას მიაღწია.
მაშველებმა ხეებზე მყოფი ადამიანები გადაარჩინეს, განადგურებულია სახლები, შენობებს სახურავები აქვს გადახდილი, უთხრა BBC-ის „წითელი ჯვრის“ შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯემი ლესეურმა.
სამხრეთ აფრიკის გასწვრივ ციკლონმა სულ მცირე 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ ზიმბაბვეს ინფორმაციის მინისტრმა ნიკ მანგვანამ განუცხადა, 80-ზე მეტი ადამიანი აღმოსავლეთ და სამხრეთ ზიმბაბვეშია დაღუპული და მათ შორის ორი სკოლის მოსწავლეა.
ციკლონმა ასევე საშინელი კვალი დაატყო მალავის. გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა მალავიში ციკლონის მიღწევამდე სულ მცირე 122 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სულ მცირე 68 ადამიანია დაღუპული მოზამბიკაში, ძირითადად ბეირაში, ხოლო 1 500-ზე მეტმა დაზიანებები მიიღო ხეების წაქცევისა და შენობებიდან ნაშალი მასალების, მათ შორის თუთიის სახურავების დაცემისგან.
„წითელი ჯვრის“ განცხადებით, ქალაქ ბეირას 90% ციკლონის მიერ არის განადგურებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.