საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო მანდატის დათმობის შესახებ უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის მოწოდებას ეხმაურება.
„ტოლობის ნიშანს ნურასოდეს ნუ დასვამთ ჩვენს შორის,", უთხრა ბესელიამ ჟურნალისტებს.
დამოუკიდებელი დეპუტატი ზარდიაშვილს კორუფციაში სდებს ბრალს.
„ზარდიაშვილი იყო სასამართლოში ერთ-ერთი თანამშრომელი, ერთ-ერთი ზონდერი იყო. მისი მეგობრები, მისი ძმა-ბიჭები იყვნენ ყველანი იქ. მაშინაც ჰქონდა ხელი ჩაყოფილი კორუფციაში და მაშინაც იყო ჩაფლული და დღეს უკვე პარლამენტში რომ შემოვიდა, პარლამენტიდან მოინდომა ე.წ. ბუღალტერიის გახსნა, რომ ეწარმოებინა ბუღალტერია, ანუ აღერიცხა, ვის რას გაუკეთებდა. ეს გეგმები ჩავუშალე ვანოს, საბრალოს და გადაყვა ამ ამბავს. ახლა ის უკან დაბრუნებული სია ამოიდოს თავქვეშ და ღამე სიზმრებს რომ ნახავს, როგორ აწყობს საქმეებს მის მეგობრებთან სასამართლოში, რომ გამოიღვიძებს, უბრალოდ სხვა რეალობა დახვდება", განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს პარლამენტი, თუკი ეკა ბესელია დათმობს მანდატს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.