ეკა ბესელია სიცრუის ნიადაგზე მომმართავს რაღაც რეპლიკებით, ასე ეხმაურება დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი უმრავლესობის ყოფილი წევრს, დამოუკიდებელი დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ზარდიაშვილი ზონდერი იყო.
აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა, მათ შორის ბესელიამ და ზარდიაშვილმა, არაერთხელ იკამათეს.
„დღეს გვქონდა არაორდინალური ვითარება, მათ შორის ჩვენ ვნახეთ ბრალდებები პროცესის მიმართ, რომელიც მათ შორის, ქალბატონ ეკას და ბატონი გედის. 6 წელია ისინი, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობენ, ასევე იურიდიულ კომიტეტს და ბრალდებას უყენებენ ბატონ ანრი ოხანაშვილს, ორი კვირის დანიშნულს, რატომ არ განახორციელა მან ის ფუნქციები, რომელიც 6 წელი უნდა განეხორციელებინა მანამდე ხელმძღვანელობას. რაც შეეხება ქალბატონ ეკასთან პოლემიკას, ის აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და სიცრუის ნიადაგზე მომმართავს მე რაღაც რეპლიკებით, შესაბამისად, მე მას ვუპასუხე. რაც შეეხება, გადადგომას, მე გადავდექი იმიტომ, რომ ეკა ბესელიას გადადგომისთვის არ შემეშალა ხელი. ახლაც ვაცხადებ, თუ ქალბატონი ეკა გავა პარლამენტიდან, მეც დიდი სიამოვნებით დავტოვებ მანდატს", უთხრა ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.