პოლიციამ 37 წლის თურქი მამაკაცი გოქმენ ტანისი დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში სროლის შედეგად სამი ადამიანი იქნა მოკლული, ხუთმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.
„ჩვენ ეს-ეს არის მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია“, განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის უფროსმა რობ ვან ბრიმ.
ტრამვაიში მომხდარი მკვლელობიდან მალევე ქალაქში სკოლები დაიხურა და უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
„ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ტერორისტულ მოტივს“, განაცხადა ნიდერლანდების ანტი-ტერორიზმის კოორდინატორმა პიტერ-ჯააპ აალბერსბერგმა პრესკონფერენციაზე.
„ამ დროისთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ დაუზუსტებელია და ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს დაადგინოს ყველა ფაქტი“, აღნიშნა აალბერსბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.