რატომ არ აინთო ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონზე - ამასთან დაკავშირებით, „თბილისი 2015 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, ჩანაფიქრის მიხედვით ზვიადაურის ჩირაღდანი უნდა ჩამქრალიყო, მაგრამ ოლიმპიური ჩირაღდნის ჩაქრობის კადრი ეთერში არ უნდა მოხვედრილიყო.
„ცეცხლი აინთო ზუსტად იქ და თქვენ ხედავთ, რამხელა კონსტრუქციაა. მთელი მონუმენტი შეიქმნა ცეცხლისთვის. ცეცხლი აინთო ზუსტად იქ, სადაც უნდა ანთებულიყო, ზუსტად იმ დროს, რა დროსაც უნდა ანთებულიყო. მოხდა მცირედი ხარვეზი გადაღების დროს, რომ ფაქტობრივად ოპერატორმა ჩატოვა იმ მომენტში და არ გამოჰყვა ცეცხლის ანთების პროცესს“,- განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.