თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
თათბირს მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირზე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის №224 განკარგულებაში ცვლილებებზე და ფაროსანასთან ბრძოლისათვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს დაევალათ:
სოფლის მაცხოვრებლების ტელეფონის ნომრებით სპეციალური ბაზის შექმნა, რათა მოხდეს ინფორმირება ყველა საჭირო საკითხზე SMS-ით;
ფუტკრის განთავსების ლოკაციების მონიშვნა, რათა არ მოხდეს მათი შეწამვლა იმ საშუალებით, რაც დააზიანებს ფუტკარს;
შესაწამლი დანადგარებისათვის წყლის აღების ლოკაციების განსაზღვრა;
დასათესი სიმინდის ფართობების ლოკაციებისა მაქსიმალურად სწორი პარამეტრების დადგენა;
სიმინდის ფართობებში სპეციალური ბილიკების, შემოსავლელი გზების წინასწარ დატოვება ტექნიკის გადასაადგილებლად;
მიტოვებული სახლებისა და სხვა ობიექტების რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა;
სოფლებში აქტივისტთა ჯგუფების ფორმირება, რომლებიც დახმარებას გაუწევენ წარმომადგენლებს.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.