ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რამაც 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს სოციალური მედიის შეზღუდვის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესადამი მიწერილ წერილში, მორისონმა სთხოვა ლიდერებს მოახლოებულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელსაც ამჯერად იაპონია თავმჯდომარეობს, აღნიშნული საკითხი განიხილონ.
„ფეისბუქი“ და სხვა სოციალური ქსელები იმის გამო გააკრიტიკეს, რომ თავდასხმის პირდაპირ ეთერში გადაცემის დაბლოკვა ვერ შეძლეს. შეიარაღებულმა 28 წლის მამაკაცმა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში ჩართო და ის 17 წუთი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ორიგინალი „ფეისბუქმა“ წაშალა, ის სწრაფად გავრცელდა არა მარტო „ფეისბუქზე“, არამედ „YouTube“-სა და „Twitter“-ზე.
ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში „Facebook“ -მა აღნიშნა, რომ პირდაპირი გადაცემის დროს ვიდეოს 200-ზე უფრო ნაკლები ნახვა ჰქონდა, და სანამ იგი წაიშლებოდა, ჯამში 4 000-ჯერ იყო ნანახი.
„Facebook“-მა განაცხადა, რომ მან ვიდეოს 1.5 მილიონი ასლი წაშალა ინციდენტიდან პირველ დღეს და 1.2 მილიონი ასლი დაიბლოკა ატვირთვის დროს.
ავსტრალიის პრემიერ მინისტრის გარდა სოციალური მედიის ხელმძღვანელობას თავიანთ პლატფორმებზე ექსტრემიზმის შეჩერებისკენ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმაც მოუწოდა.
„თვითერზე“ გამოქვეყნებულ წერილის ასლში მორისონმა ტერორისტული თავდასხმებისას ინტერნეტის ტექნოლოგიების „შეუზღუდავი როლის“ გამო გამოხატა წუხილი. „მიუღებელია ინტერნეტისადმი, როგორც უმართავი სივრცისადმი მოპყრობა“, დაწერა მან.
მორისონმა განაცხადა, რომ მისი მოწოდების მიზანია მოხდეს „შეთანხმება კოორდინირებულ ქმედებაზე, უფრო მეტად შეძლონ ტერორისტული ძალადობისაგან დაცვა“.
„იმპერატიულია, რომ მსოფლიო საზოგადოება ერთად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტექნოლოგიების ფირმები თანხვედრაში იყვნენ თავიანთ მორალურ ვალდებულებასთან დაიცვან ის საზოგადოება, რომელთაც ისინი ემსახურებიან და რომლისგანაც მოგებას იღებენ“, აცხადებს ავსტრალიის პრემიერ მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.