ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N65-ში ხორციელდება, სადაც წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება - მოეწყო რვა საკომუნიკაციო ჭა და მილები 276 გრძივ მეტრზე იცვლება. კორპუსში 108 ოჯახი ცხოვრობს.
აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელ შენობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დადიანის N65-ში 12-სართულიანი კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია სრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვის ბიუჯეტიდან 49 070 ლარი გამოიყოფა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.