„დილით ჩამოვედი, მანქანა დამხვდა ასეთ მდგომარეობაში“ - დიდი დიღმის მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანების გახშირებული ძარცვის გამო სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს
19-03-2019, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი დიღმის მოსახლეობა, ღამის საათებში ავტომანქანების ძარცვის ფაქტების გახშირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირებისა და ღამის საათებში პატრულირების კონტროლის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს.

 


„დილით ჩამოვედი მანქანა დამხვდა ასეთ მდგომარეობაში, ქარის გატეხილი არ არის... როდემდე უნდა იყოს ესე. წაღებულია მანქანის კომპიუტერი და იქვე მეგობრის მანქანიდან ზუსტად იგივე კომპიუტერი ამოაცალეს“, - წერს ერთ-ერთი მოქალაქე „ფეისბუქზე“ და თავის განცხადებას თან ურთავს ფოტომასალას.

 

 

„მეორე ავტომფლობელს კი ავტომანქანის სარკე გაუტეხეს. ორივე შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა“.

 


დიდი დიღმის მოსახლეობა აცხადებს, რომ აღნიშნულ უბანში გახშირდა ავტომანქანების ძარცვის ფაქტები, რის შესახებაც მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადრეც არაერთხელ მიმართეს განცხადებით და სათანადო რეაგირების მოხდენისკენ მოუწოდეს, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

 

 

„გთხოვთ მოახდინოთ სათანადო რეაგირება უბანში შექმნილ ვითარებაზე და გააძლიეროთ ღამის საათებში პატრულირების კონტროლი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ თავი“, ნათქვამია დიდი დიღმის მოსახლეობის მიმართვაში, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი