საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, საფრანგეთი ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით, ქართულ პოლიციას, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები გაუწევენ დახმარებას.
„საფრანგეთი ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო არის აღიარებული სანდო ქვეყნად. მსურს ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რომ კარგად იყოს გაგებული. საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ პოლიციელებს დაეხმარებიან, რომ საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამოდინება თავიდან იქნას აცილებული", აცხადებს საფრანგეთის ელჩი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.