რითი ემუქრება გიგა ბოკერიას მეგობარი მარინე მიზანდარი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას?
10-02-2014, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალების" "მიწისქვეშა ბომბი" კულტურის სამინისტროში.

 

კოჰაბიტაცია - დასრულებულია, თუმცა ბრძოლა მიწისქვეშეთში გრძელდება. მიწისქვეშეთი - ამ შემთხვევაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მორიგი "შავი პიარგეგმა" ახალი მთავრობის წინააღმდეგ სწორედ მიწისქვეშეთიდან ვითარდება.

 

 

მიწისქვეშა ოქროს მაღარო - საყდრისი-ყაჩაღიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში უახლოეს წარსულში მოექცა, როცა ერთმანეთის პირისპირ - ისტორიული ობიექტი და კერძო კომპანიის ინტერესები დადგა.

 

 

ვიდრე მთავრობაც და საზოგადოება საქმეში გაერკვეოდა, მანამდე ერთმანეთს მეცნიერები დაუპირისპირდნენ. ერთნი ამტკიცებენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო ისტორიული ძეგლია და მეორენი პირიქით, ამ ვერსიას ჰიპოთეზას უწოდებენ.

 

 

კულტურის სამინისტრომ საგნის შესწავლამდე საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კერძო კომპანიას მუშაობა შეუჩერა. სახელმწიფოსგან პასუხის მოლოდინში კომპანია  RMG-Gold -მა სასამართლოს მიმართა. კომპანიამ დაკარგული კაპიტალის დათვლა დაიწყო, უხელფასოდ დარჩენილმა მაღაროელებმა - გაფიცვები.

 

 

დაძაბული სიტუაციის გამო საკითხის სწრაფად გადაწყვეტა შეუძლებელი გახდა. სამთავრობო თათბირებზე რამდენიმე სამინისტრო ჩაერთო - მიწა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, ბუნება - გარემოსდაცვას, შემოსავლები - ფინანსთა მინისტრს, ძეგლების დაცვა - კულტურის სამინისტროს, უცხო სახელმწიფოს მეცნიერებთან ურთიერთობას უფრთხილდება - საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის საელჩო... და ბოლოს ეს ყველაფერი - პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის ქვეშაა.

 

 

სამთავრობო შეთანხმება ასეთი იყო - შეეჯერებინათ მეცნიერების, ექსპერტების, მთავრობის წევრების დასკვნები და ისე მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც არც ისტორიას გაანადგურებდა, არც კერძო კომპანიაზე მოახდენდა ზეწოლას და მშრომელ ბოლნისელებსაც არ დატოვებდა სამუშაოს გარეშე.

 

 

მაგრამ მთავრობის ამ შეთანხმებას დაუმორჩილებელი გამოუჩნდა - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი. ვიდრე "რბილი ხასიათის კულტურის მინისტრი" ორივე მხარეს მონდომებით უსმენდა, წინასწარ შერჩეული როლის ჰიპერაქტიულად შესრულება დაიწყო მისმა პირველმა მოადგილემ.

 

 

დიახ, ვიდრე საყდრისის თემა გამოსავლის ძიებაში მთავრობის სხდომებზე საათიანი განხილვების საგანი იყო, მარინე მიზანდარი სხვადასხვა მედიასაშუალებებში აქტიურად იკეთებდა თამამი ძეგლისდამცველის იმიჯს და სიტუაციას ხელოვნურად ძაბავდა. (საკმარისია გადახედოთ ბოლო თვეების მედიას, რომ დარწმუნდებით - როგორ გაუკეთა ოქროს საბადოს სრული "პრივატიზაცია" კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ).

 

 

დღეს სიტუაცია ასეთია - საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს თემა საბოლოო დასკვნის მოლოდინშია, სამთავრობო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ მარინე მიზანდარი ქუჩაში გამოსვლით იმუქრება (იყენებს სტუდენტების მხურვალე ემოციებს და დემონსტრაციებისკენ უბიძგებს).

 

 

ჯერ მიზანდარმა არ იცის, რა დასკვნას გამოაქვეყნებს მთავრობა (ხომ შესაძლოა მისი და მთავრობის დასკვნა ერთმანეთს დაემთხვეს?), მაგრამ მიზანდარი არ იცდის და ჩქარობს "დავალების" შესრულებას. მარინე მიზანდარის ქმედებები მის თანამდებობას არ შეესაბამება და ამიტომაც საფუძვლიან ეჭვს იწვევს - რატომ არ ემორჩილება მთავრობის წარმომადგენელი მთავრობის კაბინეტის გადაწყვეტილებას და რატომ ცდილობს საზოგადოებაში ტემპერატურის მატებას?

 

 

მინისტრის პირველი მოადგილის "ნაციონალური მესიჯი" ასეთია: ახალი მთავრობა არ იცავს ისტორიულ ძეგლებს და საყდრისის დანგრევას აპირებს. მოკლე ვერსიით: "ვანდალი მთავრობა" და "მხურვალე მამულიშვილი მიზანდარი"!

 

 

რეალურად კი, ის ხელოვნურად ქმნის საზოგადოებრივ მღელვარებას. მის გეგმას სახელი აქვს - ბომბი! დიახ, ნაციონალური მოძრაობის "რევანშისტული ბომბის" აფეთქება ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წინააღმდეგ. მან ზუსტად იცის, რომ მთავარობა საყდრისის "განადგურებას" არ აპირებს, მაგრამ საპირისპიროს აპიარებს, რაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტილფასია.

 

 

არადა მარინე მიზანდარი არ შეშფოთებულა მაშინ, როცა გელათის ტაძრისა თუ სხვა ძეგლების მიმართ, სრულიად შეუფერებელ გადაწყვეტილებებს იღებდა მაშინდელი მთავრობა... მარინე მიზანდარი წლების განმავლობაში, მაშინ, როცა ერს და ბერს უჭირდა, ევროპის თბილ აკვანში "იზრდებოდა", მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა ის "დასჭირდათ" დაბრუნდა. დაბრუნდა არა ახალი მთავრობის სამსახურში, არამედ დაბრუნდა როგორც ნაციონალური მოძრაობის მეგობარი.

 

 

დიახ, ვიდრე მიზანდარი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაინიშნებოდა, ერთი წელი მუშაობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო სექტორში გადასროლილი თანხებით შექმნილ "ევროპის სახლში". დღეს ყველამ იცის, რომ ფუფუნების სიმბოლო "ევროპის სახლი" (ლესელიძის ქუჩაძე) ექს-პრეზიდენტის დავალებით ვანო მერაბიშვილის უწყებიდან ფინანსდებოდა. ეს რა თქმა უნდა, იცოდა მარინე მიზანდარმაც, ვინც თავს დღემდე გიგა ბოკერიას მეგობრობით იწონებს და არასოდეს გამოუხატავს მხურვალე პროტესტი, თუ რატომ ფინანსდებოდა (არამხოლოდ) პოლიციის ბიუჯეტისგან "ევროპის სახლი"?

 

 

როცა "საჭირო გახდა" მარინე მიზანდარი ახალ მთავრობაში საკუთარი CV-ით გამოცხადდა: ჩვეული ჰიპერაქტიურობით დაიწყო ნდობის მოპოვება, ფიარის კეთება, მინისტრის პოზიციების "შესუსტება", ყველგან თავის გამოჩენა, აშკარა დაუმორჩილებლობა (კულუარული ინფორმაციით, ის მინისტრს არცერთ ბრძანებას არ ასრულებს და რასაც თავად სურს იმას აკეთებს, რისთვისაც მიიღო ოფიციალური საყვედური), საკუთარი თანამოაზრეებით და ნაცმოძრაობის აქტივისტებით სამინისტროს კომისიების შევსება, "ევროპის სახლის" პროექტების დაფინანსება, ნაბიჯ-ნაბიჯ მთავარი პოსტისკენ აღმასვლა და ამისათვის ჯერ კიდევ სამთავრობო მაგიდაზე განსახილველად გადაშლილი საკითხის - საყდრისი გამოიყენა!

 

 

დიახ, როგორც კი, დაუმორჩილებლობის გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, როგორც კი, მინისტრის მოადგილე მიზანდარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის (და არა მოხსნის, როგორც თავად ახმაურებს!) ინფორმაციამ საზოგადოებამდე გამოჟონა, მაშინვე ააფრიალა "ჩაგრული ძეგლისდამცველის მანტია" და წინასწარ დარაზმული მომხრეების მხარდასაჭერ ტალღას ამოეფარა.

 

 

როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლების მომხრეებისგან კიდევ ბევრი "სასცენო სანახაობაა" მოსალოდნელი, რაზეც მთავრობა მზად უნდა იყოს და საზოგადოებამ გონივრული სიდინჯით უნდა უპასუხოს.

 

 

გიორგი ჯანელიძე

 

დამოუკიდებელი ექსპერტი

 

 

 

 

 

 

 

http://newposts.ge/?l=G&id=30485-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%2C+%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%2C+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98#.Uvi9B1Jy-iE.facebook 

კომენტარები: 16
#16   ნანა
      
ცუდი არგუმენტები გაქვთ, ჯერ ერთი თუ მიზანდარი ნაციონალი იუო რატომ დანიშნეს, მეორე ეხლა გაახსენდათ და კიდევ თუ სამსახურში საქმე გაფუჭდა დირექტორია პირველ რიგში დამნაშევე, ისევე როგორც ოჯახსი მშობლები არიან პასუხისმგებელი შვილების საქციელზე, მინისტრის მუშაობის პრობლემაა და ქვეყნის პირველმა პირმა თუ ჭკუას არ მოუხმო და მართლა ჭკვიანი, გამოცდილი, პატიოსანი ხალხი არ ამოიყენა გვერდში ნაციონალების წისქვილზე დაასხამს წყალს, რაც ცუდი იქნება, მაგრამ მერე სხვას ნუ დააბრალებენ თავის უნიათობას, აჯობე ბატონო იმ ვერაგებს, ნუ გაატავხედეთ, უკვე იმუქრებიან , ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს ემუქრება აბა ეს საქმეა? ხალხი იმედგაცრუებულია და თქვენ მარინე ნაციონალი ყოფილაო გაიძახით, რა სისულელეა...
21 თებერვალი 2014 13:44
#15   eka
      
მე მგონი "ანალოგიური" მოადგილეები ან დეპარტამენტის უფროსები სხვა სამინისტროებშიც ბევრად არიან
13 თებერვალი 2014 18:57
#14   vava
      
კი მაგრამ ნაცილნალი ტუ იყო და ბოკერაის და რატომ დანიშნეტ>
რა გასაკვრია ტუმცა დღესაც ხომ ისევ ყველგან ნაციონალები სხდეან! ამიტომაც არარ გვჯერა არც ტქვენი, იზიტე ვსე ნა ხ უი

მოგვბეზრდიტ ხალხს ეს კლოუნები!
11 თებერვალი 2014 23:47
#13   maia
      
რა ცუდია, რომ საქართველოს ინტერესებზე ფიქრის ნაცვლად, ჩვენი "ექსპერტების* ერთადერთი საზრუნავი დღესაც არის - "ვინ ვისი მეგობარია" !!!
ან შეიძლება - რომელი პოზიციაა დგეს მომგებიანი ! (((
11 თებერვალი 2014 15:21
#12   ნათია კალანდაძე
      
ბატონო გიორგი, რომ დაგიჯეროთ ამისათვის მინიმუმ ფაქტებით უნდა ისაუბროთ, და შემდეგ ეს ფაქტები განიხილოთ თქვენი ექსპერტული გადმოსახედიდან.

"წინასწარდარაზმული მომხრეობა" თუ ადამიანის პროფესიონალიზმის აღიარებას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავდა არ ვიცოდი.
11 თებერვალი 2014 14:55
#11   ika
      
გიორგი ჯანელიძე დამოუკიდებელი ექსპერტი
მოგიტყან ექსპერტობა და სტატია
11 თებერვალი 2014 10:11
#10   ბესო
      
რო ნიშნავდით,მასინ არ იყო ნაციონალი?
11 თებერვალი 2014 09:09
#9   atiko
      
ეს წუნკლა ქალი არის ბოკერია განდონის შეგდებული, ადრე უნდა გაეჯ----თ.
11 თებერვალი 2014 02:15
#8   Paata
      
უნიჭო ნაწერია სიმართლეც რომ იყოს..... საბავშვო ბაღის დონეა..... ტეხავს, ასე არავინ დაგიჯერებს ექსპერტო ...
:-)))
11 თებერვალი 2014 02:13
#7   მარიო დი ხილიანი
      
გიორგი ჯანელიძევ
დამოუკიდებელო ექსპერტო, ვინ დაგაბრალა ექსპერტობა შვილო, ვინ ჩადგა შენ ცოდვაში?
11 თებერვალი 2014 02:01
#6  DM
      
"დამოუკიდებელი ექსპერტი" - სასაცილო ხარ! ჯერ იმიტომ, რომ ეს დამოუკიდებლად არ დაგიწერია და მეორე იმდენი შენ გაგარტყი რამდენჯერაც გაიფიქრებ რომ ექსპერი ხარ!!! საცოდავო!
11 თებერვალი 2014 00:06
#5   შერხანი
      
არაფრით არ ემუქრება. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი მოჩვენებითი დაპირისპირებაა. იდეოლოგიურად ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ ცოცხით თუ ცოცხის გარეშე.
10 თებერვალი 2014 23:02
#4   marika
      
ხო უნდა მოიფიქრო, ასეთი სისულელე რომ დაწერო!:))))))
10 თებერვალი 2014 22:41
#3  სოფი
      
ჯერ გაერკვიეთ საქმის არსში და მერე წერეთ:)
10 თებერვალი 2014 22:36
#2   Tamari
      
Eს სტატია არის დაკვეთილი და დაწერილია Aდამიანის,რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ვინ არის მარინე მიზანდარი.
10 თებერვალი 2014 21:20
#1   nana maraneli
      
საინტერესოა...
10 თებერვალი 2014 21:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი