მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, აშენდება ხიდი.
საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.