თიბისი ბანკის საქმეზე ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოკითხეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
ბუცხრიკიძემ გამომძიებლების შეკითხვებს გუშინ, 18 მარტს უპასუხა.
„ეს ეხებოდა 12 წლის წინანდელ ფაქტს, ამომწურავი ინფორმაცია გადავეცი. სამი კვირის წინ „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის მოხდა შეთანხმება, ამოწურულია ეს საკითხი. ბანკი აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. დეტალურ კითხვებზე გავეცი პასუხი", განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.