ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა
19-03-2019, 14:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებული საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა.

 

 

ახალი საბავშვო ბაღის გახსნას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები, ა(ა)იპ ვანის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გვანცა სიგუა, საკრებულოს წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

 

 

 


შუამთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გარდამავალი პროექტის ფარგლებში, ორ ეტაპად განხორციელდა . პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯი დი ეს კომპანი“-ს მიერ აშენდა და გადაიხურა შენობა, მშენებლობის მეორე ეტაპზე კი ი/მ „ბესიკ სოლომონისძემ განახორციელა შენობის შიდა სარემონტო-კოსმეტიკური სამუშაოები.

 


შუამთის საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჯამში 289 100 ლარი დაიხარჯა. შედეგად ვანის მუნიციპალიტეტს საბავშვო ბაღის კიდე ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებული და გარემონტებული საბავშვო ბაღის შენობა შეემატა, რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდისა და განვითრებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინვენტარით და რესურსით. შუამთის საბავშვო ბაღის შენობა 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში ფუნქციონირებს ბაგა ჯგუფიც.

 


ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი