ეკა ბესელიამ უმრავლესობას მიმართა: „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებს ის ხალხი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ რომ იმალებოდა
19-03-2019, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურ მოძრაობას" ნუ გვახსენებს ის ხალხი, „ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ რომ იმალებოდა", ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

 

 

ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირი მწვავედ გააკრიტიკა და „ყალბი პათეტიკით საუბრისთვის" თავის დანებებისკენ მოუწოდა.

 


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ „პარლამენტის თავმჯდომარე გამოდიოდეს, მის კოლეგას, რომელსაც მასზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს საპარლამენტო მუშაობის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო, ნაცვლად იმისა, რომ უთხრა - კოლეგიალობის, ქართული ზრდილობის ბოლობოლო - მადლობა, რომ ამ პროცესში გააკეთეთ თქვენ ბევრი რამ ქვეყნისთვის, ამის ნაცვლად, ტრიბუნასთან დადგა პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და თქვა, რომ ცუდად მუშაობდაო".

 

 

„ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“, ძალიან ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს.... რას დაამსგავსეთ ეს პარლამენტი, ან ეს ქართული რეალობა და ეს პოლიტიკა? ყალბი პათეტიკით ლაპარაკს და რეპლიკებს თავი დაანებეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებთ ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე", მიმართა ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი