თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს.
დედაქალაქის მერმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით, ხარისხის გაუმჯობესება სთხოვა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ შეხვედრაზე მერიის ინიციატივით დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და პროექტების ხარისხიანად შესრულების პირობა დადეს.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს, რაც ქალაქისთვის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.
ის პრობლემები, რომელიც დღეს დედაქალაქში გვაქვს, გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდეს. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და დრო. შარშან, ძალიან კარგი პროექტები განვახორციელეთ, რომლებშიც ხარისხის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაწუხებს, არის დრო. გვინდა, რომ შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალური კოორდინაცია იყოს, რათა იმ პროექტების დაგეგმვა, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ, ერთობლივად და დროულად მოხდეს“, განაცხადა კახა კალაძემ.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორი ლაშა სამხარაძე დაესწრნენ.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტები ხარისხიანად განხორციელდება.
„დედაქალაქის მერთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შევხდით. წელს დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებია გათვალისწინებული, ვიდრე გასულ წლებში იყო. ჩვენი მხრიდან დაისვა მოთხოვა, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხით და შესაბამისად, მცირე დროში მოხდეს სამუშაოების შესრულება, ვინაიდან, თითოეული სამუშაო პროცესი, გარკვეულწილად, მოძრაობის შეფერხებებთან არის დაკავშირებული. იმედი გვაქვს, რომ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდება და ყოველივე ეს მაღალი ხარისხით იქნება შესრულებული“, აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ამასთან, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა პროექტების განხორციელების პროცესში სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციაში დახმარება ითხოვეს, რაზეც მაქსიმალური თანადგომის პირობა მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.