მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძე პოსტიდან ვერ გადააყენეს, მან თქვა, რომ „პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს“
19-03-2019, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ, რაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ხმების ნაკლებობის გამო საპარლამენტო ურავლესობამ დღევანდელ სესიაზე ვერ შეძლო, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ახლახან წასულმა დეპუტატმა თქვა, რომ დღის ბოლომდე „თავისი ნებით გადადგება ამ თანამდებობიდან“.

 


ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი აღმოჩნდა, 8 წინააღმდეგი წავიდა. კვორუმისთვის 76 ხმა იყო საჭირო და ამრიგად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საპარლამენტო უმრავლესობას 10 ხმა დააკლდა იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი ჩანაცვლების წინადადებას მხარს უმრავლესობის სრული შემადგენლობა უჭერდა.

 


ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში გამოსვლისას ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან პარლამენტის სპიკერის მიმართ მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

 


ზვიად კვაჭანტირაძემ კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირებისას კობახიძის გამოსვლას „ყოვლად უსირცხვილო“ უწოდა და თქვა, რომ დღეს აშკარა გახდა, რომ „პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს“.

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომელიც მან მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არც ერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე. თქვენ დღეს დაინახეთ, რომ პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან დიდი პრესისა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს, დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან... სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი, დაასწრეს სხდომას უმრავლესობის, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს პრაქტიკულად ვაჩვენე სახე აი ამ მმართველობის ქვეშ, რა დღეშია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა, მე რა თქმა უნდა მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან“, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი