თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
19-03-2019, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

 

 

ილია ელოშვილმა თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ ხალხსა და ქართველებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული თანაცხოვრება აკავშირებთ.

 

 

„გაზაფხულის და განახლების ამ გამორჩეულ დღესასწაულს ვულოცავ არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ყველა მათგანს ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ. ამასთან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო იმ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრებისგან მუდმივად ვგრძნობთ“, განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

 

ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

 

 

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.

 

 

მერის მოადგილესთან ერთად, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე.

 

 

ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი