„ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენო ამ დარბაზში მსხდომებიო - ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგიდაზე ასული მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა ზოგიერთი თქვენთაგანი", მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების" უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
„ძალიან სამარცხვინოა, ასეთი მედროვეობა", უთხრა ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც დღეს მათივე ყოფილმა თანაგუნდელმა, ეკა ბესელიამაც მწვავედ გააკრიტიკა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.