[ვიდეო] რომან გოცირიძემ პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია უკიდურესად გაახალისა
19-03-2019, 17:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა არა ცუდი, არამედ „პირიქით, ძალიან კარგია“ კვაჭანტირაძისთვის, რადგან „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ მეზობლების მისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოხატვისა და მეზობლის ძაღლების მიერ მისი ძაღლისადმი „ღიმილიანი და თბილი შეხვედრის“ შემდეგ, ახლა როცა იგი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს, მეზობლის კატებიც „აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან“.

 


რომან გოცირიძის ამ იუმორისტულმა განცხადებამ პარლამენტის დარბაზში ხმამაღალი სიცილი გამოიწვია და განსაკუთრებით გაახალისა თავად ზვიად კვაჭანტირაძე და მის გვერდით მსხდომი ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.

 

 

 


„პირიქით, ძალიან კარგია რაც ხდება მისთვის. მან თავადაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან მას. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ მეზობლის ძაღლები თუ როგორ ღიმილიანი ასე ვთქვათ და თბილი შეხვედრით ესალმებოდნენ მის ძაღლს და მას შემდეგ, რაც იგი გადადგება კომიტეტის თანამდებობიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლის კატებიც კი ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან. ასე რომ, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა არის სირცხვილი. ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც მის ადგილს დაიკავებს, მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ძაღლები, არც კატები და ღმერთმა სიკეთეში შეარგოს ეს კომიტეტი“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

მას შემდეგ, რაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ხმების ნაკლებობის გამო საპარლამენტო ურავლესობამ დღევანდელ სესიაზე ვერ შეძლო, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ახლახან წასულმა დეპუტატმა თქვა, რომ დღის ბოლომდე „თავისი ნებით გადადგება ამ თანამდებობიდან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი