საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
„ჩემი მხრიდან საკითხი ამოწურულია, ჩათვალეთ, რომ მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ", განაცხადა კვაჭანტირაძემ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე ჩატარებულ პირველ კენჭისყრაზე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს.
თანამდებობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი აღმოჩნდა, 8 წინააღმდეგი წავიდა. კვორუმისთვის 76 ხმა იყო საჭირო და ამრიგად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საპარლამენტო უმრავლესობას 10 ხმა დააკლდა.
აღნიშნული კენჭისყრის შემდეგ, ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს“.
კენჭისყრის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, სესიაზე ტექნიკური ხარვეზი მოხდა - დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.