წყალტუბოს სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 გაიხსნა.
ოლიპიადის გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი კახი კახიაშვილი და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირეჯიბი ესწრებოდნენ.
,,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჯანმრთელი, აქტიური და მიზანდასახული მომავალი თაობის აღზრდა არის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასკოლო ოლიპიადაში საზოგადოების და განსაკუთრებით მოსწავლე – ახალგაზრდობის მასობრივი ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა განაცხადა'', წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
ოლიმპიადის პირველი დღე ხელბურთის ტურნირით დაიწყო. მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. თამაშები სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება.
სასკოლო სპორტული ოლიპიადის წყალტუბოში გახსნის ორგანიზება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.