წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი თვითმმართველობის წარმომაგენლებთან ერთად სოფლებში მოსახლეობას პირადად ხვდება და მუნიციპალიტეტში 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აცნობს.
„ვიცი, რომ (მიუხედავად საჭიროებისა), ჩემი სამუშაო ოთახის კარს ბევრი არ აკითხავს, მე ანგარიშვალდებული და მოვალე ვარ რომ მე მივიდე ყველა სოფელში და ვუთხრა მოსახლეობას თუ რას ვაკეთებთ, რა შეგვიძლია მომავალში გავაკეთოთ. ხალხსა და ხელისფულებას შორის კავშირი არასოდეს არ უნდა გაწყდეს, ასეთია ჩვენი მიდგომა. ჩემს გუნთან ერთად,“ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
სოფელ გუმბრის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერთან მერის წარმომადგენელი გუმბრის ადმინსიტრაციულ ერთეულში ომარ სინაურიძე, მერის მოადგილეები მოადგილე ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი, და საკრებულოს წევრები - ლაშა კაკრიაშვილი და ბადრი პაპავა შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მუნიციპალიტეტის პროგრამებზე ისაუბრეს.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.