სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ კონსულტაციებს არავისთან არ გადის და მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილთან. პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილმა არჩევნების მეორე დღეს მილოცვისას მას უთხრა, რომ „თქვენ ხართ დამოუკიდებელი, იქნებით დამოუკიდებელი“ და ეს დამოკიდებულება „არ შეცვლილა“, მაგრამ დაამატა: „თუ შეიცვლება, მეც შევიცვლები ალბათ“.
შეკითხვაზე - გადიხართ თუ არა კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე? - სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა.
„არასოდეს. მე კონსულტაციებს არავისთან არ გავდივარ, მაგრამ მაქვს შეხვედრები პრემიერთან. დღესაც, დაბადების დღე იყო, მაგრამ შევხვდი პრემიერს და ვხვდები მინისტრებს, ძირითადად რომ გავიგო რა სიტუაციები არის, როცა მივდივარ რომელიმე ვიზიტზე და ასევე, რომ მოვყვე ვიზიტებიდან რა არის ჩემი მთავარი დასკვნები და ასევე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი პირველი ვიზიტების მერე ნატოში და ევროკავშირში იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ საინტერესო იყო, რომ ჩემი პირველი შთაბიჭდილებები რა იყო და როგორ იყო რეაქციები და რაღაცა, გამეზიარებინა, მაგრამ რასაც ჰქვია კონსულტაციები, არა თუ არ ჩამიტარებია არავისთან, არამედ პირველივე დღესვე იყო ნათქვამი არჩევნების მერე მოლოცვასთან ერთად, რომ იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი, იქნებით დამოუკიდებელი და არ თვლიდეთ, რომ რამე ვალდებულება გაქვთ, მითხრა ივანიშვილმა პირადად, არჩევნების მეორე დღეს, როცა მომილოცა, რისთვისაც მე ვარ ძალიან მადლობელი, ამ დამოკიდებულებისთვის და არ შეცვლილა. თუ შეიცვლება, მეც შევიცვლები ალბათ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და გავრცელებულ ინფორმაციას მასსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების შესახებ „ჭორი“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.