ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ამჟამად მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ინტერესები აცდენილია, მაგრამ - განაგრძობს „ქართული ოცნებიდან“ და დღეს უკვე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასული დეპუტატი - ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაემთხვა იმ შეთავაზებებს, რომელიც მან ირაკლი კობახიძის გუნდიდან მიიღო.
როგორც მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, მას „ეშინია ისეთი რამე არ გაუკეთონ ბატონ ბიძინას, როგორც „მოქალაქეთა კავშირმა“ თავის დროზე გაუკეთა შევარდნაძეს“.
„სულ არ მიხარია ეს. ნამდვილად არ მიხარია ეს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედებით მივყვებოდით ამ ადამიანს იმ ბრძოლაში, რომელიც მისი ხელმძღვანელობით დავიწყეთ 2012 წელს, მაგრამ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები დაემთხვა იმ შეთავაზებებს, რომელიც ამ გუნდიდან [ირაკლი კობახიძის გუნდიდან] მიიღო ბატონმა ბიძინამ და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მძიმე“, თქვა კვაჭანტირაძემ და უპირველესად დაასახელა სასამართლოებთან და მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი.
„როდესაც ჩვენ წავედით უმრავლესობიდან, ჩვენ ვთქვით, რომ ეს [მოსამართლეების საკითხი] იყო ყველაზე დიდი წყალგამყოფი, რამაც ერთმანეთს დაგვაშორა, მართლაც დიდი წითელი ხაზია. მოკლედ ვიტყვი, თუკი ეს დანაშაულებრივი სქემა გავიდა, და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, მოხდება ისე, რომ ძალიან მალე ეს იქნება ის ჯგუფი, რომელიც დანიშნავს თითოეულ დეპუტატს, პრემიერ მინისტრს, მინისტრებს, პრეზიდენტს, ყველას საქართველოში...
ბიძინა ივანშვილის ინტერესებს რაც შეეხება, მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ინტერესებს უკეთესად მოუვლის, მაგრამ მე მეშინია ისეთი რამე არ გაუკეთონ ბატონ ბიძინას, როგორც „მოქალაქეთა კავშირმა“ თავის დროზე გაუკეთა შევარდნაძეს“, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.