დედაქალაქს უახლოეს მომავალში 3D რუქა ექნება, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა პირველი მარტიდან დაიწყო.
„თბილისს მალე 3D რუკა ექნება, რომლის ნახვაც მოქალაქეებს შეეძლებათ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მუშაობას პირველი მარტიდან შეუდგა. საბოლოო პროდუქტი მერიას დაახლოებით, ივლისში ჩაბარდება. აღნიშნულ მონაცემებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები თავის საქმიანობაში გამოიყენებენ. „გუგლის“ რუკისგან განსხვავებით, აღნიშნული 3D რუკა მოგვცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა პარამეტრები გაიზომოს“, განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, 3D რუკის მონაცემები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge.
„გარდა იმისა, რომ არქიტექტურის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურებს, მუნიციპალურ ინსპექციას, მიწის ლეგალიზების კომისიას და რაიონულ გამგეობებს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ ეს პროდუქტი, ასევე, მისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge. გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი - თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება. გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელს ყველაფრის ნახვა შეეძლება“, აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.