პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამავე კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას აკრიტიკებს.
„ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან.... ბესელიას კაბინეტი ჰგონია ოთახი. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი რომ წერია ავტორად, მას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს, როგორც ოთახი. აქ ვამთავრებ მასზე პასუხების გაცემას", ასე პასუხობს ოხანაშვილი ბესელიას, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა, თუ რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის კაბინეტი, რომელიც პროექტის ავტორად არის დასახელებული.
ოხანაშვილი, მის წინამორბედთან ერთად, უპირისპირდება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ.
„მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია, საკითხი გადაიტანონ პოლიტიკურ ჭრილში და პასუხი ამ შეკითხვაზე არის მარტივი. ყველა ეს ჯგუფი არის პოლიტიზირებული. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ბევრი, ვითომ, ე.წ. ექსპერტი დაკავშირებული და ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან", განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.