„ახლა წარიმართება ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუტისთვის. ბუნებრივია, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის [„ნაციონალური მოძრაობის“] რევანშს და მის მიერ კონტროლის მოპოვებას, რაიმე გავლენის მოპოვებას სასამართლო ხელისუფლებაზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„არის პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ჩვენ ვხედავთ ვის მიერ არის ორკესტრირებული შეტევა, რომელი პოლიტიკური ძალების, რომელი მედია საშუალებების მიერ არის ორკესტრირებული შეტევა, მიზანმიმართული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე. მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვა და მიზანი არის კონკრეტული ინსტიტუტისთვის ბრძოლა. თქვენ გახსოვთ, ერთი ინსტიტუტისთვის, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ბრძოლა. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. ახლა წარიმართება ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუტისთვის. ბუნებრივია, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის რევანშს და მის მიერ კონტროლის მოპოვებას, რაიმე გავლენის მოპოვებას სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არავითარ ემთხვევაში არ დასრულდება ჩვენი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სასამართლო სისტემა არსებითად გაჯანსაღდა და ამის დასტურია სტატისტიკა.
„ეს სტატისტიკა არ არის მშრალი ციფრები და რიცხვები. ამ სტატისტიკის უკან დგას ათიათასობით ადამიანი, რომლის უფლებებიც არის დღეს სათანადოდ დაცული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ. ამ მიღწევას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. არ უნდა მივცეთ არავის რევანშის საშუალება და იმ პოლიტიკური შტურმის განხორციელების საშუალება, რომელიც არის დაგეგმილი“, თქვა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.