ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ოთხშაბათის თათბირი გაიმართა, რომელსაც სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირის მთავარი თემა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები იყო, რომელიც შეკრებილებს მავნებელთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხონში, მერის წარმომადგნელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძემ გააცნო.
გასულ წელს მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები წარმატებით განხორციელდა. იხილეთ მიმდინარე წლის შემუშავებული გეგმის დეტალები:
შეიქმნას სოფლის მაცხოვრებელთა ტელეფონების ნომრების ბაზა SMS შეტყობინებების დასანერგად.
ფუტკრის განთავსების ლოკაციების დადგენა და მათი წინასწარი მონიშვნა.
შესაწამლი დანადგარებისთვის საჭირო წყლის აღების ლოკაციების წინასწარი განსაზღვრა შესაბამისი საკმარისი დებეტით.
დასათესი სიმინდის ფართობების ლოკაციების დადგენა და ფართობების მაქსიმალურად სწორი პარამეტრების დადგენა.
სიმინდის ფართობებში სპეციალური „ ბილიკების“ ( შემოსავლელი გზის) წინასწარ დატოვება შესაწამლი ტექნიკის გადასაადგილებლად.
მიტოვებული სახლების ობიექტების ლოკაციებისა და რაოდენობის წინასწარი განსაზღვრა.
სოფლებში მოხალისეთა / აქტივისტთა ჯგუფების ფორმირება, რომლებიც შემდგომში დახმარებას გაუწვენ თქვენს რწმუნებულებს და სამუშაო ჯგუფებს.
2019 წელს, აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.
ლადო ჯურხაძემ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოების შესახებ მოისმინა და თანამშრომლებს კიდევ ერთხელ საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.