ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ განცხადება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა „გავლენებისაგან რეალურად თავისუფალ სასამართლო სისტემას და მოსამართლეთა დამოუკიდებელ კორპუსს“ მოგვცემს.
„დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველი და ამაზე ყველა ვთანხმდებით.
სასამართლო სისტემის გარშემო დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებს და ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ცვლილებები შედეგად მოგვცემს გავლენებისაგან რეალურად თავისუფალ სასამართლო სისტემას და მოსამართლეთა დამოუკიდებელ კორპუსს.
ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ რეალურად საქმე არის არა კონკრეტული მოსამართლეების გვარებში, არამედ თავად პროცესში, რომელიც მათ უვადოდ დანიშვნას ეხება. ყველას შევახსენებთ, რომ შესაძლოა ჩვენ აღარ ვიყოთ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, წავიდნენ და მოვიდნენ სხვადასხვა პარტიები და პოლიტიკოსები, მაგრამ სისტემაში დარჩებიან მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტი სწორედ მათი უვადოდ განწესება იქნება“, აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.