სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ სასულიერო პირს არ უტარდება ის მკურნალობა, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე სჭირდება.
ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული დასკვნა გასცა ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა, რომლებმაც შეისწავლეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაეცნენ მკურნალობის პროცედურებს.
როგორც ნონო ლომჯარია აცხადებს, სამედიცინო ექსპერტების აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.
„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, ჩავრთეთ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი. ამ ადამიანებმა შეისწავლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც სამედიცინო დოკუმენტები, ასევე ადგილზე მოინახულეს მამალაძე,როგორ უტარდება მას მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე ანუ მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება მისი დიაგნოზიდან გამომდინარე და შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ ის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.... მე უფრო მეტ დეტალს ვერ ვიტყვი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება საქმე და არის პერსონალური მონაცემები", განაცხადა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ სამედიცინო დასკვნა სასჯელაღსრულების უწყებას უკვე გადაეგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.