თეა წულუკიანი: ჩვენ შევძელით, რომ უსინათლო და მცირემხედველმა პირებმა დამოუკიდებლად მიიღონ სერვისები
20-03-2019, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მეამაყება, რომ ჩვენი სამინისტროს 20-მა თანამშრომელმა შეისწავლა ჟესტური ენა და ჩვენ, ეტაპობრივად უკვე ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ჟესტურ ენაზე გაცემას“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ანგარიშის წარდგენისას.

 


„შევძელით, რომ იუსტიციის მინისტრის რამდენიმე ბრძანებაში შეგვეტანა ცვლილება იმისათვის, რომ უსინათლო პირებს, სანოტარო მომსახურების, თუ საჯარო რეესტრის სერვისების მიღებისათვის მუდმივად არ სჭირდებოდეთ თანმხლები პირი და მიუხედავად იმისა, არიან უსინათლოები, თუ მცირემხედველნი, მათ შეძლონ დამოუკიდებლად ამ სერვისების მიღება. ცვლილებები პირველ თებერვალს შევიდა ძალაში და ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ სერვისის ხარისხის მონიტორინგს. ჩვენ აბსოლუტურად მოვარგეთ ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, ესეც ვფიქრობ, რომ არის საამაყო. თბილისის დიდ იუსტიციის სახლთან, რომელიც ლენტის გაჭრის ფორმით გაიხსნა 2012 წლის არჩევნებამდე, მხოლოდ 2015 წელს მოეწყო პანდუსი, მანამდე კი, მიუვალი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და შესაბამისად, სერვისები ხელმიუწვდომელი. დღეს ჩვენი ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღონ ეს სერვისები“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი