ირმა ნადირაშვილმა თეა წულუკიანს მიმართა: ივანიშვილი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში და პრემიერ მინისტრის შანტაჟი დაიწყეთ - რატომ არ ჩააყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, თუ რატომ იმუქრებოდით დემარშით?
20-03-2019, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქ-ნო თეა, მე მაინტერესებს, როდესაც თქვენ დრო იშოვეთ და ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში უმრავლესობაში მიმდინარე რყევების გამო და დაიწყეთ პრემიერ მინისტრის შანტაჟი, რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ საზოგადოება ჩაგეყენებინათ საქმის კურსში და მიგეწოდებინათ ინფორმაცია, რატომ იმუქრებოდით დემარშით, რა იყო ამის მიზეზი, ამ შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

 

 

„თქვენ მაშინაც კი, არ გაგჩენიათ თანამდებობის დატოვების სურვილი, როცა სასამართლო რეფორმა ჩააფლავეთ, ან სტრასბურგში სია ჩაგივარდათ მოსამართლეების. არც ერთ ასეთ შემთხვევაში, თქვენ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ დაგეტოვათ თანამდებობა და ალბათ, რაღაც სერიოზული მოხდა, რადგან ღია ეთერი გამოიყენეთ და პირდაპირი შანტაჟი დაიწყეთ.

 

 

პატივი უნდა გეცათ საზოგადოებისთვის და უნდა განგემარტათ მიზეზები, რის გამო გვემუქრებოდით და აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით.

 


მე ვფიქრობ, რომ თქვენ გეგეშიძისგან განსხვავდებით და არ თვლით, რომ ეს საქმეები ოჯახში უნდა მოაგვაროთ. სამწუხაროდ, გეგეშიძესავით მოიქეცით და ოჯახში გადაწყვიტეთ საქმეების მოგვარება, მაგრამ ეს არის პირდაპირ უპატივიცემულობა, როდესაც საზოგადოებას მიზეზები არ განუმარტეთ", მიმართა ირმა ნადირაშვილმა თეა წულუკიანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი