წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და სოფელ ბანოჯაში წმინდა გიორგის ტაძართან მისასვლელი გზის სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული გზის აღდგენას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ამ გზის სარეაბილიტაციოდ 40 კუბი მეტრი მზა ბეტონის შესყიდვისთვის 5 400 ლარი გამოიყო. გზის დაგების სამუშაოებს მოსახლეობა ასრულებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ბევრი მნიშნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. კარგია, რომ ამ კონკრეტულ სოფელში მოსახლეობის მხარდაჭრით მოხერხდა ტაძართან მისასვლელი გზის დაგება’’, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
როგორც მერის წარმომადგენელი გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ომარ სინაურიძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტით, სოფელ ბანოჯაში (ქვაბას უბანში) 160 კუბური მეტრი ბეტონია შეძენილი, ღირებულებით - 35100 ლარი.
სოფელ გუმბრაში, ჩაქსელიანების უბანში 180 კუბური მეტრი ბეტონის შესაძენად 20 700 ლარი დაიხარჯება.
ამავე სოფელში გურეშიძის ქუჩისთვის მზა ბეტონის შესაძენად 2 700 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.