ქალაქ გარდაბანში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა - დღის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები გაიმართა.
მსურველები ერთმანეთს ნარდსა და ცხენოსნობაში შეეჯიბრნენ. მოეწყო აზერბაიჯანული ექსპონატებისა და ადგილობრივი მხატვრის - რასიმ გასანოვის ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები, ისე მოწვეული, ქართველი და აზერბაიჯანელი მომღერლები.
აზერბაიჯანელ ხალხს „ნოვრუზ ბაირამი“ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სცენიდან მიულოცა:
„მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის შემოსვლა. მე აქ არ ვარ სტუმარი, მე ვარ ჩემს სახლში და ვარ ბედნიერი, რომ თქვენთან ერთად შემიძლია ვიზეიმო დღესასწაული.
მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ტრადიციები, ეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აზერბაიჯანელ ხალხს დღესასწაული მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა:
„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლის და სიყვარულის დღეს. ნოვრუზი გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული. დღეს მე ვუერთდები ზეიმს და მთელი გულით გილოცავთ ამ დღეს“.
დღესასწაულს გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი დაესწრნენ.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.