,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019’’-ის ფარგლებში, იმერეთის რეგიონული თამაშები 19 მარტს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალი წყალტუბოს სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი კახი კახიაშვილი და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირეჯიბი ესწრებოდნენ.
ოლიმპიადის პირველი დღე ხელბურთის ტურნირით დაიწყო.
რეგიონალურ ეტაპზე ვანის მუნიციპალიტეტიდან ექვსი საჯარო და კერძო სკოლის გუნდი გადავიდა, ესენია: ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია, ტობანიერის, საპრასიის, ისრითის, ბზვანისა და ვანის N2 საჯარო სკოლა.
სპორტის 6 სახეობაში (მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი კალათბურთი და მხიარული სტარტები) 65 მოსწავლე იასპარეზებს. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გუნდებისათვის შეიძინა სპორტული ფორმები, რომელიც სკოლებს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა გადასცა.
„საჯარო სკოლებში სპორტული განათლების ხარისხი უნდა გაიზარდოს და დიდი ყურადღება მიექცეს ფიზიკური სწავლების გაკვეთილებს, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მომავალი თაობის აღზრდაში", აღნიშნა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და წარმატებები უსურვა სასკოლო სპორტული ილიმპიადის მონაწილეებს.
სასკოლო ოლიმპიადა აპრილის ბოლოს დასრულდება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.