ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც იუსტიციის მინისტრის ანგარიშს მოუსმინეს, აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიორგი გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციას - იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, ჰააგის ტრიბუნალის შედეგების ეშინიათ.
„ქურდს ქუდი ეწვისო და როგორც ჩანს, ძალიან შეშინებულები არიან ჰააგის ტრიბუნალის შედეგებით - რა დადგება. 2011 წლის 1-ელ აპრილს ჰააგამ გამოიატანა ასეთი გადაწყვეტილება, რომ რადგან საქართველომ არ გაიარა ყველა აუცილებელი პროცედურა, საქართველოს სარჩელის განხილვაზე უარი ეთქვა. ამ დროს, იუსტიციის მინისტრი გახლდათ ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია გახლდათ უშიშროების საბჭოს მდივანი და რაც მთავარია, საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ გრიგოლ ვაშაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში იძახდა, რომ რუსები არ მონაწილეობენ ომში და ამ კაცის გარშემო ეს ხალხი ხორუმს ცეკვავდა", განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 700 -ზე მეტი მტკიცებულება გაიგზავნა და წელს ან პესიმისტური სცენარით, მომავალ წელს, ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც მისივე თქმით, ქვეყანას ჰააგის სისხლის მართლმსაჯულების გამოძიების საქმეზეც გამოადგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.