ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები გამართა როდიონოვკის, ფოკის, განძის, საღამოსა და სათხის მოსახლეობასთან.
შეხვედრებზე სოფლებში არსებული პრობლემების, მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. თავის მხრივ, მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას თავიანთი წინადადებები, მოსაზრებები და პრობლემები წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ ხელმძღვანელობის ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.