თეა წულუკიანი: „ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც „ისკანდერი“ გადაეცით პარტნიორ ქვეყანას, მიღება-ჩაბარების აქტი რატომ არ გააფორმეთ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში“
20-03-2019, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც „ისკანდერი“ გადაეცით პარტნიორ ქვეყანას, მიღება-ჩაბარების აქტი რატომ არ გააფორმეთ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში“, უთხრა იუსტიციის მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში.

 


„ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ რუსეთისათვის ცინიკურ არგუმენტებზე გვეპასუხა. „ისკანდერი“ ჩამოვარდა გორში? ეს ხომ ფოტოშოპია“, - ამ ტიპის არგუმენტებს ვისმენდით წლების განმავლობაში. შემდეგ მოვიდა დრო და ჩვენ ყველა ღონეს მივმართეთ ამგვარი მტკიცებულებების გასაბათილებლად. ჩვენ მიერ სტრასბურგისათვის წარდგენილ 700 მტკიცებულებას შორის არის მატერიალური მტკიცებულება, სწორედ ის „ისკანდერი“, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც გადაეცით მათ, მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაგეფორმებინათ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში. მესმის, რომ ეს მტკივნეული კითხვებია, მაგრამ კითხვები არის, როდესაც „ისკანდერს“, ოქროს მტკიცებულებას ატან სხვა ქვეყანას ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ ფორმდება ამასთან დაკავშირებით... ჩვენ მივაგენით ამ „ისკანდერს“, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც ის გადაეცით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამან საშუალება მოგვცა, გაგვებათილებინა სტრასბურგში რუსეთის არგუმენტი, რომ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ფოტოშოპია.

 


არ დამხვდა ბევრი მტკიცებულება. მაგალითად,იმის, რომ ქართული ჯარები 11 აგვისტოს უკვე იდგნენ თბილისთან. უფრო მეტიც, თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან. ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში. რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მართა ქვეყანა ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი