შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, როგორც კი, „ქართული ოცნების" პიარსამსახურის უფროსის, კოკა ყანდიაშვილის გამოკითხვის საჭიროება დადგება, ის დაიკითხება.
მეზვრიშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში, რუსთაველის #12-ში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
საუბარია კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში მდებარე ოფისზე, რომელიც „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები და სადაც ე.წ. ტროლები მუშაობდნენ და საიდანაც TBC ბანკზე კიბერთავდასხმები განხორციელდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას რამდნიმე თვეა, როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს გამოძიება მიმდინარეობს ვადასტურებთ ამას. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება, ერთ დღეში და ერთ კვირაში.
ჩატარებულია დღემდე არაერთი საგამოძიებო მოქმედება როგორც გამოკითხვები ასევე ჩატარებულია ამოღებები, ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის შესწავლა.
ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, გიდასტურებთ, რომ კომპიუტერები ამოღებულია. არ არის საკმარისი მცირე დრო კომპიუტერული ინფორმაციის დამუშავებისთვის. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობა რომ დადგება, რომ ჩავატარებთ და დავასრულებთ გამოძიებას, ვერ გეტყვით ოღონდ როდის დასრულდება საზოგადოებას დამატებით ინფორმაციის მივაწვდით", განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.