„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთიანდებიან და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძეს ასახელებენ
21-03-2019, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო" და „თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, იქმნება საარჩევნო ბლოკი, რომელიც შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძეს ასახელებს.

 

 

„ჩვენ  ორმა პოლიტიკურმა პარტიამ - „თავისუფალმა დემოკრატებმა"  და „ევროპულმა საქართველომ"  გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვსდგებით ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე. ეს იქნება  ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს, როგორებიც არის ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლიანობის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური ბალანსის ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე მაგრამ ეფექტური მთავრობის მეშვეობით", განაცხადა შალვა შავგულიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ორი პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.

 

 

„ჩვენი ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი. ჩვენი თანამშრომლობა არის სტრატეგიულ. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ის შუღლი გაუტანლობა, რომელსაც თესავს „ქართულ ოცნება“ უნდა დასრულდეს", განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი