ადა მარშანიამ თეა წულუკიანს მიმართა: შეიძლება ეს ადამიანი იუსტიციის მინისტრი იყოს? - არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებით და ასეთ არგუმენტაციით ჩემთან საუბარი, ქალბატონო მინისტრო
21-03-2019, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ მისი გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლა ფარისევლური იყო.

 

 

ადა მარშანიამ დღევანდელი პარლამენტიც გააკრიტიკა. საკანონმდებლო ორგანოს მან უსაქმური და უნამუსო უწოდა.

 

 

„თქვენი პასუხების დროს გაურკვევლად ვიგრძენი თავი. თქვენ მე რაღაც საკითხებში ჭკუაც რომ გასწავლოთ, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობის და პასუხების გარეშე. აი, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის. თქვენი გუშინდელი მთელი დღის ნარცისობა ვიხილეთ ჩვენ. თურმე იუსტიციის დარგში რამე მიღწევა თუ არის, თქვენი დამსახურებაა, მე ეს მიხარია, აღვნიშნე კიდევ მაგრამ თურმე, კომპლიმენტის, შექების, კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ.

 

 

რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი. ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე მთავარი გკითხეთ გუშინ, აშკარად გამოჩნდა გუშინ აქ, უკვე მერამდენეჯერ - რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ, წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ ეს უბედურება, რაც მივიღეთ, რაც სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და თქვენ ხელებს იბანთ ჩვენ თვალწინ. მე თქვენ დაგაბრალეთ იმ ავბედითი სიის შემოტანა პარლამენტში? - არ დამიბრალებია. თქვენ უნამუსოდ და ყოვლად უსინდისოდ თავს იქნევთ სამთავრობო ლოჟიდან, რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს. შეიძლება ეს ადამიანი იუსტიციის მინისტრი იყოს?.... არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებით და ასეთ არგუმენტაციით ჩემთან საუბარი, ქალბატონო მინისტრო. კარგად დაიმახსოვრეთ ეს", მიმართა ადა მარშანიამ თეა წულუკიანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი